ვენახები

ჩვენი ღვინო იბადება კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში.

ვენახები გაშენებულია 27 ჰექტარზე, ჩვენივე ღვინის საწარმოს მიმდებარედ. 

საფერავი

გაშენების წლები 2001, 2004, 2013 
საერთო ფართობი 15,6 ჰა (ნეკრესი და ყვარელის მე-2 კარი)
რთველი:
2020  - 35,66 ტონა
2021 - 39,39 ტონა 
2022  - 34,45 ტონა
2023  - 11,10 ტონა (95% დასეტყვა - ყვარელი)
2024 -  30,90 ტონა
2025 - 54,53 ტონა (ბიო სერთიფიცირებული)

მწვანე

გაშენების წელი 2016
საერთო ფართობი 5,7 ჰა
რთველი: 
2021 -19,57 ტონა  
2022  - 9,03 ტონა
2023  - 5,45 ტონა (30% დასეტყვა - ნეკრესი)
2024 - 16,25 ტონა
2025 - 12,05 ტონა (ბიო სერთიფიცირებული)

ხიხვი

გაშენების წელი 2016 
ფართობი 1,1
რთველი:
2021  - 7,96 ტონა
2022  - 3,20 ტონა
2023  - 1,01 ტონა (30% დასეტყვა - ნეკრესი)
2024 - 7,39 ტონა
2025 - 0 ტონა (დაზიანდა ფუნგიციდით)

რქაწითელი

გაშენების წელი 2013
ფართობი 1,1 ჰა
რთველი:
2021  -10,24 ტონა
2022  - 4,56 ტონა
2023  - 1,60 ტონა (30% დასეტყვა - ნეკრესი)
2024 - 3,18 ტონა
2025 - 6,87 ტონა (ბიო სერთიფიცირებული)

ქისი

გაშენების წელი 2013 
ფართობი 1,96 ჰა
რთველი:
2020  - 20,21 ტონა
2021 -27,33 ტონა
2022  - 14,09 ტონა  
2023 - 8,74 ტონა (30% დასეტყვა - ნეკრესი)
2024 - 24,15 ტონა
2025 - 20,89 ტონა (ბიო სერთიფიცირებული)

შარდონე და სოვინიონ ბლანი

გაშენების წელი 2015 
ფართობი 2 ჰა
რთველი
2022  — 13,00 ტონა
2023 - 4,9 ტონა (30% დასეტყვა - ნეკრესი)
2024 - 14,84 ტონა
2025 - 11,12 ტონა (ბიო სერთიფიცირებული)

მევენახეობა

ვენახის მოვლისას გამოიყენება მხოლოდ ბიოლოგიურად მდგრადი პრეპარატი, რითიც ვებრძვით სოკოვან დაავადებებს და პარაზიტებს, ხოლო ნიადაგის გასანოყიერებლად, ვიყენებთ ბუნებრივ სასუქს, ნაკელს.

რთველის დროს ყურძენი იკრიფება ხელით, შერჩევითი მეთოდით. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება მხოლოდ 15 კგ-იანი ყუთები, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის დაუზიანებელ ტრანსპორტირებას.

ვინიფიკაციის ცისტერნებსა თუ ქვერში განთავსებამდე ყურძნის ყოველი მტევანი ვიზუალურად მოწმდება მექანიკურ სასელექციო მაგიდაზე, ფრთხილად ირჩვეა კლერტისგან და მსუბუქად იჭყლიტება. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმითაც, რომ ყურძნიდან მხოლოდ პირველად, საუკეთესო წვენს ვიყენებთ.

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ტრადიციული ქვევრი და ხის კასრი, იკანო მამულების ღვინის წარმოებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.


ტექნოლოგი

დათა გამგონეიშვილი

განათლება
მეღვინეობა-მევენახეობის მაგისტრი
SupAgro Montpellier & Bordeaux Sciences Agro (საფრანგეთი)
Université Hochschule Geisenheim (გერმანია)

გამოცდილება

2019 წელს დათა შემოუერთდა სს მეგობრების მარანს, როგორც მთავარი ტექნოლოგი და აწარმოებს ღვინოს ბრენდით "იკანო მამულები"

ასევე დათა ფლობს საკუთარ მცირე მარანს, რომელსაც ქვია Oreste Wine Estate