ვენახებს ვუვლით მხოლოდ კონტაქტური ბიოპრეპარატებით
ვენახის მოვლისას გამოიყენება მხოლოდ ბიოლოგიურად მდგრადი პრეპარატი, რითიც ვებრძვით სოკოვან დაავადებებს და პარაზიტებს, ხოლო ნიადაგის გასანოყიერებლად, ვიყენებთ ბუნებრივ სასუქს, ნაკელს.
რთველის დროს ყურძენი იკრიფება ხელით, შერჩევითი მეთოდით. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება მხოლოდ 15 კგ-იანი ყუთები, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის დაუზიანებელ ტრანსპორტირებას.
ვინიფიკაციის ცისტერნებსა თუ ქვერში განთავსებამდე ყურძნის ყოველი მტევანი ვიზუალურად მოწმდება მექანიკურ სასელექციო მაგიდაზე, ფრთხილად ირჩვეა კლერტისგან და მსუბუქად იჭყლიტება. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმითაც, რომ ყურძნიდან მხოლოდ პირველად, საუკეთესო წვენს ვიყენებთ.
თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ტრადიციული ქვევრი და ხის კასრი, იკანო მამულების ღვინის წარმოებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.