ღვინო სიყვარულით

საქარველოს სიყვარულით

სს “მეგობრების მარანი” არის მეგობრების ჯგუფი 11 ქვეყნიდან, რომლებსაც აერთიანებთ საქართველოს, ბუნების, ხალხის და მისი ტრადიციების სიყვარული და პატივისცემა.

 ჩვენ მიზნად დავისახეთ, 8000 წლიანი ქართული ღვინის კულტურის შესწავლა და გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინო.

ჩვენი ისტორია 2008 წლიდან იწყება და განვლილ პერიოდში დაგროვებულმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა კონცეფცია: იკანო მამულები

გარემოს სიყვარულით

იკანოს მამულები-ს ფესვები სწორედ ჩვენს ვენახებშია, სადაც ეკოლოგიურად მდგრადი მეღვინეობა იწარმოება. ვამაყობთ ჩვენი ადგილმდებარეობით, რომელიც განეკუთვნება ქინძმარაულის მიკროზონას, სადაც 27 ჰექტარზე მეტი ვენახი გვაქვს გაშენებული.

ვენახი კი ჩვენი საქმიანობის გულია, ამიტომაც ვუდგებით მას უდიდესი მოწიწებით და ზრუნვით. ვენახის მოვლის ყველა ოპერაცია ხელით სრულდება.

2019 წელს დავიწყეთ ვენახების ბიო-დინამიურად მოვლის პროცესი, ხოლო 2021 წელს ოფიციალურად შევიტანეთ ბიო-სერთიფიცირებაზე განაცხადი. ჩვენი მიზანია, 2024 წლის რთველი, მთლიანად ბიო სერთიფიცირებული იყოს.

ქართული ტრადიციის სიყვარულით

8000 წელზე მეტია გასული, რაც საქართველოში ღვინის პირველი წარმოება მოხდა და მას შემდეგ უწყვეტლივ გრძელდება.

ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს უძველესი ხანის ნასახლარზე, ისტორიულ ადგილას, სადაც აღმოჩენილი არა ერთიარტეფაქტი ადასტურებს მეღვინეობისა და მევენახეობის ხანდაზმულობას საქართველოში.

მარნის მშვენებლობის დროს, ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა უძველესი ქალაქი “ნეკრესი”-ს გალავანის ნაწილი, რომელიც ეროვნული მუზეუმის მიერ არის დაცული და ნაწილობრივ პატრონაჟს ჩვენც ვანხორციელებთ.მარნიდან 100 მეტრის დისტანციაზეა I საუკუნით დათარიღებული მარნის ნანგრევებია და ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 საუკუნით დათარიღებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები.

ჩვენი პატივისცემა ამ კულტურისა და ტრადიციებისადმი, არის ჩვენი ღვინო, რომელიც ქართული მეთოდიკის დაცვით და მინიმალური ჩარევით ღვინდება ქვევრებში.

ამჟამად არსებული 20 ქვევრით, რომლის საერთო მოცულობაც 32000 ლიტრია, წლიურად შეგვიძლია ვაწარმოოთ 40000-მდე ბოთლი.

თანამედროვე მეღვინეობის სიყვარულით

ტრადიციელი მეღვინეობის ძირეულად მიყოლის მიუხედავად, ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ თუ ინტელექტუალურ განვითარებას და წარმოების პროცესში ვიყენებთ ინდუსტრიაში არსებულ საუკეთსო ტექნოლოგიებსა თუ გამოცდილებას.